კომაროვის სკოლაში კლუბების გამოფენა გაიმართა
- 03 დეკემბერი, 2025
კომაროვის სკოლა - სივრცე, სადაც არაფორმალური განათლება რეალურ გამოცდილებად იქცევა.
26 ნოემბერს, კომაროვის სკოლაში კლუბების გამოფენა გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებმა დამთვალიერებლებს კლუბების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ინტერესების მიხედვით აერჩიათ სასურველი თემატიკის კლუბი და გაწევრიანებულიყვნენ.
კომაროვის სკოლაში 32 აქტიური კლუბი ფუნქციონირებს. წლების განმავლობაში წარმატებით მუშაობს: დებატების, სპორტის, დრამის, ჭადრაკის, ლიტერატურის, წიგნების თაროს, ეკონომიკისა და სხვა კლუბები.
კლუბები კომაროვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსია. სკოლა ხელს უწყობს მოსწავლეების წიგნიერების, ციფრული,შემოქმედებითი და სოციალური უნარების განვითარებას. ასევე, ისეთი გარემოს შექმნას, სადაც თითოეულ მოსწავლეს ეძლევა არჩევანისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობა.
